08 ივლისი 2026,   13:39
ვრცლად
"მადლობა ჩვენს ბიჭებს ასეთი თამაშისთვის, დარწმუნებული ვარ, ამ გუნდს ძალიან დიდი მომავალი აქვს" - უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ურუგვაი დაამარცხეს

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ახალგაზრდულ მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპი დამაჯერებელი მოგებით დაასრულა. მესამე ტურის მატჩში უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" ურუგვაის გუნდს დიდი ანგარიშით, 56:3 სძლიეს.

ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს რვა ლელო დაუდეს. ამ გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრები ტურნირზე ბრძოლას მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის ნახევარფინალში გააგრძელებს.

მატჩს საქართველოს პრემიერი, სპორტის, თავდაცვისა და ჯანდაცვის მინისტრები ესწრებოდნენ.

"მადლობა ჩვენს ბიჭებს ასეთი თამაშისთვის. დარწმუნებული ვარ, ამ გუნდს ძალიან დიდი მომავალი აქვს და ეს მორაგბეები ახლო მომავალში არაერთ დიდ თამაშს მოიგებენ და არაერთხელ გაახარებენ ქართველ გულშემატკივარს", - განაცხადა საქართველოს სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ.

ჩემპიონატის მორიგი მატჩები უკვე ქუთაისში, "აია არენაზე" გაიმართება.

 

დღის ამბები