"საქართველოს ფოსტა "Alibaba Group-ის ლოგისტიკურ პლატფორმა Cainiao-თან თანამშრომლობით საერთაშორისო ლოგისტიკის განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, საქართველო რეგიონულ სატრანზიტო და სადისტრიბუციო ჰაბად ყალიბდება, რომელიც ელექტრონული კომერციის საერთაშორისო ნაკადებს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართულებით მოემსახურება.
პროექტის ფარგლებში საქართველოში საერთაშორისო გზავნილების მიღება, დახარისხება, კონსოლიდაცია და შემდგომი ტრანსპორტირება განხორციელდება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ფოსტის საერთაშორისო ოპერაციების მოცულობას და ქვეყნის ლოგისტიკურ შესაძლებლობებს. ახალი პარტნიორობა კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს ფოსტის პოზიციებს გლობალური მიწოდების ჯაჭვებში და ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის, განვითარების პროცესს.