23 ივლისი 2026,   02:57
ვრცლად
თბილისის მთავარი გამზირი გადაიკეტა - რუსთაველზე მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება

თბილისის მთავარი გამზირი, მასშტაბური რეაბილიტაციის დაწყების გამო, ყველანაირი ტრანსპორტისთვის გადაიკეტა.

მოძრაობა შეიზღუდება ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთში, ასევე კოსტავას ქუჩის ნაწილზე. ორი კილომეტრის მანძილზე სრულად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, სადენები მიწის ქვეშ გადავა, დაიგება ახალი ასფალტი, მოეწყობა ქვეითთა გადასასვლელები. სამუშაოები ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.

დღის ამბები