30 ივლისი 2026,   19:05
ვრცლად
აპოლიტიკური ადამიანები ვართ, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, მზად ვართ მოვისმინოთ და მოგვისმინონ, ვიკამათოთ, ვიმსჯელოთ, იქნებ გამოგვივიდეს - ახალი საინიციატივო ჯგუფის წევრი, ბათუმის თეატრის დირექტორი კოტე მჟავია

ახლად დაფუძნებული საინიციატივო ჯგუფი აპოლიტიკურია და საზოგადოების ყველა დაინტერესებულ წევრთან დისკუსიისთვის მზადაა - ამის შესახებ საინიციატივო ჯგუფის წევრმა, ბათუმის თეატრის დირექტორმა, კოტე მჟავიამ განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია მოიძებნოს ფორმულა, რომელიც ბოლო დროს ტელეეკრანებსა და ქუჩაში განვითარებულ არასასიამოვნო ფაქტებს საკანონმდებლო გზით დაარეგულირებს.

"აპოლიტიკური ადამიანები ვართ, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, მზად ვართ მოვისმინოთ და მოგვისმინონ, ვიკამათოთ, ვიმსჯელოთ, იქნებ გამოგვივიდეს. რაღაცა მოსაფიქრებელია. რაც ამ ბოლო დროს გვესმის ეკრანებიდან, ცუდად მოსასმენია, რომელმაც მერე გადმოინაცვლა ქუჩაში - ესეც ცუდი შესახედია. კიდევ ერთხელ ვფიქრობ, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად და ყველა იმ დაინტერესებულ ადამიანთან ერთად, ვისაც მოეწონება ჩვენი ინიციატივა, იქნებ გამოიძებნოს რამე ფორმულა, რომ რაღაცა საკანონმდებლო გზით დარეგულირდეს მსგავსი შემთხვევები და თავიდან იქნეს აცილებული ის, რასაც ვუყურებთ ბოლო დღეებში - გნებავთ ქუჩაში თუ გნებავთ ეკრანებზე", - განაცხადა კოტე მჟავიამ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ფასეულობების, ისტორიული გმირებისა და სიწმინდეების დასაცავად საინიციატივო ჯგუფი ხელისუფლებისგან შესაბამისი კანონის მიღებას მოითხოვს. ინიციატორების განმარტებით, აღნიშნული მოთხოვნა ბრიტანული კანონის ანალოგიას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც სამეფო ოჯახის შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადია.

დღის ამბები