ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის არმიის დრონებმა ბაჰრეინში, "შეიხ ისას" ავიაბაზაზე მდებარე ამერიკულ ობიექტებს დაარტყეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
იერიშის სამიზნე, ელექტროგენერატორები, ნავიგაციის სისტემები და ასევე ადმინისტრაციული შენობები გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით, არმიაში განაცხადეს, რომ ავიაბაზაზე შეტევები განხორციელდა როგორც გასულ დღეებში, ასევე ხუთშაბათს ღამით.