06 აგვისტო 2026,   00:36
ვრცლად
იაპონიის ზოოპარკში სამი ლომი მოკვდა - ქვეყანაში ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება

ტოკიოს ზოოპარკში სამი მდედრი ლომი, სავარაუდოდ, ძლიერი სიცხის გამო მოკვდა - იაპონიაში ზაფხულის ექსტრემალურ ტემპერატურას ებრძვიან - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ტოკიოს დასავლეთით მდებარე ტამას ზოოპარკში, ცხოველები ერთი კვირის განმავლობაში მოკვდნენ. გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ სამიდან თხუთმეტ წლამდე ასაკის ლომებს გაუწყლოება და პოლიორგანული უკმარისობა აღენიშნებოდათ, რაც, ზოოპარკის თანამშრომლების აზრით, გადახურებით იყო გამოწვეული.

„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მსგავს რამეს წავაწყდით. გასულ წელსაც ცხელოდა, მაგრამ ჩვენი ლომები ასე ძლიერად არ დაავადებულან“, - განუცხადა BBC-ს ზოოპარკის წარმომადგენელმა.

იაპონიაში ზაფხული სულ უფრო ცხელი და საშიში ხდება, ზოგიერთ ქალაქში კი რამდენიმე "ძალიან ცხელი დღე" დაფიქსირდა - ტერმინი, აღნიშნავს დღეებს, როდესაც ტემპერატურა 40°C-ს აჭარბებს.

დღის ამბები