06 აგვისტო 2026,   01:06
ვრცლად
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო

საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი.

CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო. შესაბამისად, იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება დიდ ბრიტანეთში სურთ, აქვთ შესაძლებლობა, შეავსონ განაცხადი, გახდნენ საქართველოს ბანკის სტიპენდიატები და ისწავლონ სასურველ უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით.

დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებმა, 6 ოქტომბრამდე უნდა შეავსონ განაცხადი ბმულზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ბანკის სტიპენდია ფარავს როგორც ერთწლიან სამაგისტრო საფეხურზე სწავლის, ასევე მასთან დაკავშირებულ ყველა აუცილებელ ხარჯს.

პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 30-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რაოდენობა კი ყოველწლიურად იზრდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბანკი უკვე 10 წელზე მეტია CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამის პარტნიორია.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

 

(R)

დღის ამბები