26 აგვისტო 2026,   03:01
ვრცლად
პარლამენტის წევრები გურჯაანში რთველის საკოორდინაციო შტაბის გახსნას დაესწრნენ

საქართველოს პარლამენტის წევრები საკოორდინაციო შტაბის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.

საკოორდინაციო შტაბი რთველის პერიოდში პროცესის კოორდინაციას, მევენახეებისა და ღვინის მწარმოებლებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას და რთველთან დაკავშირებული საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტას უზრუნველყოფს და ის 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.

ღონისძიებას ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე და რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ლევან მეხუზლა და კახეთის მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.

გურჯაანში სტუმრობისას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს პირველი რეგიონული ფილიალი დაათვალიერეს, რომელიც დღეს გაიხსნა. ახალი ოფისი მეღვინეებსა და მევენახეებს სააგენტოს სერვისებისა და შესაბამისი ინფორმაციის მიღებას გაუმარტივებს. ოფისის თანამშრომლები ადგილობრივ მეწარმეებს სააგენტოსთან კომუნიკაციაში დაეხმარებიან და მათ შესაბამის კონსულტაციებს გაუწევენ.

დღის ამბები