26 აგვისტო 2026,   02:13
ვრცლად
მზადება რთველისთვის - ყურძნის კრეფის დაწყებამდე მევენახეები ბოლო მოსამზადებელ სამუშაოებს ასრულებენ, ადგილზე მოწმდება ტექნიკა და ყველა საჭირო ინვენტარი

კახეთის ვენახები რთველის მოლოდინშია. ყურძნის კრეფის დაწყებამდე მევენახეები ბოლო მოსამზადებელ სამუშაოებს ასრულებენ. ადგილზე მოწმდება ტექნიკა და ყველა საჭირო ინვენტარი.

მთავრობის გადაწყვეტილებით ჭარბი მოსავლის შემთხვევაში,ყურძნის რეალიზაციის შესაძლებლობა ყველა მევენახეს ექნება. ადგილზე აქტიურ რეჟიმში იმუშავებს რთველის საკოორდინაციო შტაბი. გურჯაანში უკვე გაიხსნა ღვინის ეროვნული სააგენტოს პირველი რეგიონული ფილიალიც. ახალი ოფისი მეღვინეებისა და მევენახეებისთვის საჭირო ინფორმაციის მიღებას უზრუნველყოფს. წელს ყურძნის ფასი მის შაქრიანობაზე იქნება დამოკიდებული.

სამზადისს ადგილზე გაეცნო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. დავით სონღულაშვილი აქცენტს ხარისხიანი მოსავლის მიღების მნიშვნელობაზე აკეთებს, რომელიც ქართულ ღვინოს, საერთაშორისო ბაზარზე, უფრო კონკურენტუნარიანს გახდის.

რთველის პროცესი კახეთში ეტაპობრივად დაიწყება. პირველ მოსავალს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი მიიღებს.

დღის ამბები