02 სექტემბერი 2026,   14:03
ვრცლად
"ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფება არ ეწინააღმდეგება რუსეთისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წინაშე სომხეთის ვალდებულებებს - ჩვენ ძალიან ვაფასებთ რუსეთთან ურთიერთობებს" - ფაშინიანი

ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღევანდელ საერთაშორისო ვითარებაში ნებისმიერი ქვეყნისთვის ალტერნატივის არსებობის შესაძლებლობა ლეგიტიმურ მიზნად მიიჩნევა. ეს პროცესი არ არის მიმართული რუსეთისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წინააღმდეგ, რადგან ჩვენ ძალიან ვაფასებთ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებს, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე.

სოხეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მისმა ქვეყანამ გასულ წელს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონი მიიღო, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ქვეყნის არსებულ ვალდებულებებს. მისი თქმით, სომხეთის სურვილი, ჰქონდეს ალტერნატივები, რუსეთისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

"ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უკმაყოფილო ვართ ევრაზიის ეკონომიკური კავშირით, იმის მიუხედავად, რომ ბევრი კითხვა არსებობს, რასაც ყოველთვის განვიხილავთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღევანდელ საერთაშორისო ვითარებაში ნებისმიერი ქვეყნისთვის ალტერნატივის არსებობის შესაძლებლობა ლეგიტიმურ მიზნად მიიჩნევა. ეს პროცესი არ არის მიმართული რუსეთისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წინააღმდეგ, რადგან ჩვენ ძალიან ვაფასებთ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებს. ეს ნამდვილად ასეა. თქვენ უკვე აღნიშნეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ურთიერთობები ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ეს ურთიერთობები რუსეთისთვისაც მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ როგორც სომხეთი და რუსეთი, ისე ჩვენ პირადად, ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ამ ურთიერთობებს. მინდა, დავადასტურო, რომ პირადად მე და ჩვენი მთავრობა მათ ძალიან ვუფრთხილდებით“ – აღნიშნა ფაშინიანმა.

დღის ამბები