ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, გამოკითხვები გრძელდება. ამ წუთებში, პოლიციის მთავარ სამმართველოში ლაზარე ჯორბენაძის მეგობარი, გიორგი ლილუაშვილი იმყოფება.
მთავარ სამმართველოში შესვლამდე, გიორგი ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ ლაზარე ჯორბენაძეს არ ჰქონია ფსიქიკური პრობლემები.
"ლაზარე ჯორბენაძე სამედიცინო გამოკვლევებს იტარებდა. ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ არა ფსიქიკური. ფიზიკურ პრობლემებს უჩიოდა. მე 99 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ თვითმკვლელობა არ ყოფილა," - აცხადებს ლაზარე ჯორბენაძის მეგობარი, გიორგი ლილუაშვილი.
საქმეზე უკვე გამოკითხულია 9 პირი, მათ შორის ნიკა გვარამია, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი და გია ხუხაშვილი. ყველა მათგანი აცხადებს, რომ ჯორბენაძის საქმეს არ იცნობს და მომხდარის შესახებ მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის წერილიდან გაიგეს.
რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გამოკითხეს თავად ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის წერილსაც მმართველი გუნდი "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეთანხმებულ კონსპირაციად და მმართველი გუნდის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს.