ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებს კიევში დღეს შეხვდება - ამის შესახებ თავად უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომელიც მანამდე ჯარედ კუშნერსა და სტივ უიტკოფს ტელეფონით ესაუბრა.
ზელენსკის თქმით, მომლაპარაკებლებმა მას პირობა მისცეს, რომ რუსეთიდან უკრაინის მიმართულებით საჰაერო დარტყმები დროებით შეწყდება, უკრაინა კი სამი დღის განმავლობაში რუსეთზე თავდასხმებს შეწყვეტს.
"შაბათს, კვირას და ორშაბათს, დღის ბოლომდე უკრაინა მზადაა თავი შეიკავოს მოსკოვზე დარტყმებისგან და ჩვენ ველით, რომ რუსები იმავეს გააკეთებენ კიევთან დაკავშირებით", – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და თქვა, რომ უკვე დამტკიცდა ამერიკული გუნდის მონაწილეობით დაგეგმილი დიპლომატიური ღონისძიებების გეგმაც.