პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველობის საბჭოს წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, იგი ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს არ იცნობს. თუმცა, მისი შეფასებით, აღნიშნულ საკითხზე მთავარი აქცენტები მსჯავრდადებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი განცხადებით უკვე დასვა.
"მე არ ვიცი ზუსტად, რა ინფორმაციაა, რაზეც მელაპარაკებით, არ მინახავს ნამდვილად, მე შემიძლია გითხრათ ჩემი შეფასება. ლაზარე ჯორბენაძესთან დაკავშირებით მთავარი განცხადება გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილმა," - აცხადებს ანა წითლიძე.
ცნობისთვის: საქალაქო სასამართლოსა და პოლიციის მთავარ სამმართველოში ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე გამოკითხვები მიმდინარე კვირაშიც გრძელდება. უწყებებში უკვე გამოკითხული პირები აცხადებენ, რომ საქმის სამართლებრივ დეტალებს არ იცნობენ და ჯორბენაძესთან დაკავშირებით მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის წერილიდან გაიგეს. პარალელურად, მედიაში გავრცელდა "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტისა და ლაზარე ჯორბენაძის ინტერვიუს ჩანაწერი, რითაც დასტურდება, რომ ჯორბენაძეს დავით გარეჯის თემაზე არანაირი სერიოზული ინფორმაცია არ ჰქონდა. ჩანაწერის მიხედვით, ის დაუჯერებელ მონაცემებს ასახელებს და ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვებზე ყოველ ჯერზე განსხვავებულ ციფრებს ამბობს.