13 სექტემბერი 2026,   18:20
ვრცლად
დედაენის ბაღი "ქართული მარკების ფესტივალის" მასპინძელია​

დედაენის ბაღი "ქართული მარკების ფესტივალის მასპინძელია" - აღნიშნული ღონისძიება პირველად იმართება და მისი ინიციატორი საქართველოს ფოსტაა.

ადგილზე მისულ სტუმრებს დღის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ, ქართულ საფოსტო მარკებს განსხვავებული ფორმით გაეცნონ, დაათვალიერონ, შეიძინონ ისინი და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა შემოქმედებით აქტივობაში.

ფესტივალის მიზანია საფოსტო მარკა საზოგადოებისთვის კიდევ უფრო საინტერესო გახდეს - როგორც ქართული ისტორიისა და კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. "ქართული მარკების ფესტივალი 2026" გააერთიანებს, როგორც საფოსტო მარკების კოლექციონერებს, ისე მათ, ვინც პირველად აღმოაჩენს მარკების ისტორიასა და დიზაინს.

დღის ამბები