13 სექტემბერი 2026,   19:02
ვრცლად
ლიეტუვის საჰაერო სივრცეში გამოჩენილი სავარაუდო დრონი ფრინველთა გუნდი აღმოჩნდა - დახურული საჰაერო სივრცე და აეროპორტი 38 წუთში გაიხსნა

ლიეტუვის საჰაერო სივრცეში სავარაუდოდ დრონის შეჭრის გამო, ქვეყანაში საჰაერო სივრცე დაიხურა, ნატო-მ კი ერთი გამანადგრებელი ააფრინა. თუმცა, განგაშის საფუძველი არა დრონი, არამედ ფრინველების გუნდი აღმოჩნდა.

​ლიეტუვას კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ნატოს გამანადგურებელმა რეალური "ობიექტი" ვიზუალურად ამოიცნო, საჰაერო განგაში გაუქმდა და აეროპორტი 38 წუთში კვლავ გაიხსნა.

ცენტრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რადარის პირველად მონაცემებში ფრინველებისა და დრონების მიერ დატოვებული ნიშნულები შესაძლოა ერთმანეთს ჰგავდეს.

ცენტრის ინფორმაციით, გამანადგურებელი თვითმფრინავი ჩრდილოეთ ლიეტუვაში მდებარე შიაულიაის ბაზიდან გამოიძახეს; აღნიშნულ ბაზაზე, ნატოს ბალტიისპირეთის საჰაერო თავდაცვის მისიის ფარგლებში, ამჟამად იტალიის სამხედრო-საჰაერო ძალებია განლაგებული.

ფინეთის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საჰაერო სივრცეში სამხედრო დრონების შეჭრა აჩენს შიშს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი, შესაძლოა, რუსეთთან ნატოს ჩრდილოეთ საზღვრებზეც გავრცელდეს.

წყარო: Reuters

დღის ამბები