21 ოქტომბერი 2026,   02:31
ვრცლად
"ვაპირებ დავესწრო პროცესს" - ბადრი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე

საკონსტიტუციო სარჩელის განხილვამდე ერთი დღე რჩება.
პარტიების აკრძალვის მოთხოვნის პროცესს ოპოზიციის ნაწილი დაესწრება ნაწილი კი, სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოსთან გააპროტესტებს.

პარტია "ლელო" იმ სუბიექტებს შორისაა, რომელსაც სხდომაზე თავის წარმომადგენლობა ეყოლება. პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ის სასამართლოზე მისვლასა და თავის პოზიციის ადგილზე დაფიქსირებას აპირებს.

"ვაპირებ დავესწრო პროცესს. ხვალ გავალ სასამართლოზე ", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ბესო შენგელია აცხადებს, რომ მათი წარმომადგენლობა იქნება როგორც დარბაზში, ასევე ქუჩაში, რათა მიმდინარე პროცესი გააპროტესტონ.

"ჩვენ ვიქნებით როგორც სასამართლო დარბაზში, ისე ქუჩაში. ბოლომდე ვიბრძოლებთ, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ ეს არ არის მხოლოდ პარტიების აკრძალვა", - განაცხადა ბესო შენგელიამ.

 

დღის ამბები