14 სექტემბერი 2026,   16:37
ვრცლად
შვედეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემებით, მემარცხენე-ცენტრისტული ოპოზიცია მხოლოდ  ერთმანდატიანი უპირატესობით ლიდერობს

შვედეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, მემარცხენე-ცენტრისტული ოპოზიცია მინიმალური, ერთმანდატიანი უპირატესობით ლიდერობს. მაგდალენა ანდერსონის ბლოკი 175 მანდატს იღებს, ხოლო მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის მემარჯვენე კოალიცია - 174-ს.

ხმების უკიდურესად მცირე სხვაობის გამო, საბოლოო გამარჯვებული, შესაძლოა, რამდენიმე დღეში, საზღვარგარეთის უბნების ხმების დათვლის შემდეგ გახდეს ცნობილი.

წინასწარი მონაცემებით, ანტიმიგრაციულმა პარტიამ "შვედი დემოკრატები", რომელსაც წარსულში ნეონაცისტური ფესვები აქვს, მხარდაჭერა თითქმის 3%-ით დაკარგა და მეორე ადგილიდან მესამეზე ჩამოქვეითდა.

დღის ამბები