ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი აკადემიური წელი დაიწყო.
სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, პირველ კურსელების საზეიმო მიღება გაიმართა.
ახალწვეულ სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ უნივერსიტეტის სკოლების დეკანებს, მოესმინათ პროგრამების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და მიეღოთ ამომწურავი პასუხები მათთვის აქტუალურ აკადემიურ და ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებით.