15 სექტემბერი 2026,   17:26
ვრცლად
"მათი შინაარსი არის ღალატი, მუდმივი დაპირისპირება, ზიზღისა და სიძულვილის გენერირება" - ნინო წილოსანი "ნაციონალურ მოძრაობაზე"

"ის, რასაც ეს ძალადობრივი პოლიტიკური გაერთიანება ემსახურება, თავის ხელისუფლებაში ყოფნის  მომენტიდან, ოპოზიციად წოდების მომენტამდე  და ახლაც, არის საქართველოს წინააღმდეგ მიმართული მოქმედებები", - ამის შესახებ პარლამენტი თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა, ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა. 

წილოსანის თქმით, მათი უმთავრესი მახასიათებელი მუდმივი დაპირისპირება და ზიზღისა და სიძულვილის გენერირებაა.

"ეს ადამიანები და ეს პოლიტიკური დაჯგუფება არ არის ოპოზიცია, რადგან  ოპოზიციას თავის მიზნები და კონკრეტული ამოცანები აქვს. ის, რასაც ეს ძალადობრივი პოლიტიკური გაერთიანება ემსახურება, თავის ხელისუფლებაში ყოფნის  მომენტიდან, ოპოზიციად წოდების მომენტამდე  და ახლაც, არის საქართველოს წინააღმდეგ მიმართული მოქმედებები.

მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციული და რევოლუციური სცენარები. ის, რაც ახლა ხდება მათ რიგებში, ეს გამოხატავს "ნაცმოძრაობის" რეალურ შინაარსს. მათი შინაარსი არის ღალატი, მუდმივი დაპირისპირება, ზიზღისა და სიძულვილის გენერირება.

რასაც ქართული საზოგადოება ამ პოლიტიკურ ძალას ედავება, ახლა ისინი ერთმანეთის შიგნით ედავებიან ერთმანეთს.  ის ფაქტი, რომ ეს პოლიტიკური გაერთიანება არის მოღალატეობრივი, ახლა უკვე თავად, შიგნიდან გახეთქეს", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

 

 

დღის ამბები