19 სექტემბერი 2026,   23:27
ვრცლად
რუმინეთი მკაცრად გმობს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პროცესს არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია.

"კენჭისყრას და მთლიან პროცესს არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია. შედეგი ბათილია. რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - აღნიშნავს რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ​ოანა-სილვია ცოიუ განცხადებაში.

 

ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები