"ნდობის აღდგენა და ტრანსფორმაციის მართვა" - ეს არის გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მთავარი დევიზი.
მაღალი დონის გენერალური დებატები ნიუ-იორკში დღეს იწყება. ამჯერად ლიდერების მიზანია, მსოფლიო კონფლიქტებისა და კრიზისების ფონზე, დაამტკიცონ, რომ საერთაშორისო დიპლომატიას ჯერ კიდევ აქვს ძალა, გადაჭრან გლობალური პრობლემები.
ლიდერები უკვე ნიუ-იორკში არიან, მათ შორის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად. დელეგაციის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი არიან. ირაკლი კობახიძე გაეროს ასამბლეაზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა. დღეს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიო კოშტას ორგანიზებით ტარდება. დაგეგმილია სხვა მაღალი დონის პანელებიც.
ირაკლი კობახიძეს ასევე ექნება ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებთან და გაეროს გენერალურ მდივანთან.