თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი 23 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ტრადიციული მრავალხმიანობის მე-13 საერთაშორისო სიმპოზიუმს ატარებს.
სიმპოზიუმში მონაწილეობას იღებს მსოფლიოს 17 ქვეყნის 39 მეცნიერი, მათ შორის, 25 - უცხოეთიდან.
სიმპოზიუმი საზეიმოდ გაიხსნა ქართული სტუდენტური და ახალგაზრდული ანსამბლების კონცერტით.
ღონისძიების ფარგლებში ასევე ჩატარდება უცხოური ანსამბლების კონცერტი, სიმპოზიუმი კი საზეიმოდ დაიხურება ქართული და მსოფლიო მრავალხმიანობის კონცერტით.