25 სექტემბერი 2026,   02:23
ვრცლად
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრს, ფარიდ გაიბოვს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მეგობრული და ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. საუბარი შეეხო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებს, როგორც განათლების მიმართულებით გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების, ასევე ახალგაზრდობის განვითარების ხელშემწყობი პროგრამებისა და ინიციატივების განხორციელების კუთხით.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს პარლამენტი ახალგაზრდების საჭიროებებისა და გამოწვევების გაანალიზებაზე, შესაბამისი პოლიტიკისა და მხარდამჭერი მექანიზმების განვითარებაზე აქტიურად მუშაობს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრთან გამართულ შეხვედრას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და მეგობრობის ჯგუფის წევრები - ანტონ ობოლაშვილი, სავალან მირზოევი და ზაურ დარგალი დაესწრნენ.

დღის ამბები