25 სექტემბერი 2026,   01:48
ვრცლად
ზელენსკის განცხადებით, უკრაინა "პეტრიოტის" საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტების ახალი პაკეტის მიწოდებაზე შეთანხმდა

"დღეს შევთანხმდით, არ ვიტყვი, ვისთან, "პეტრიოტის" სისტემებისთვის რაკეტების პაკეტზე. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ძალიან მნიშვნელოვანი. შედეგი გვაქვს“, – განაცხადა ზელენსკიმ აშშ-ში, უკრაინული თემის წარმომადგენლებთან და ლიდერებთან შეხვედრისას.

იქამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, თქვა, რომ ტრამპი დადებითადაა განწყობილი კიევისთვის "პეტრიოტის" სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიების გადაცემის საკითხისადმი.

სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აშშ-ს უკრაინისთვის აღნიშნული ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ აქვს მიღებული.

დღის ამბები