10 ოქტომბერი 2026,   00:23
ვრცლად
"შეუძლებელია, ერთი მხრივ, რუსებთან სამომავლო ეკონომიკურ პროექტებზე მოლაპარაკებებს მართავდე, მეორე მხრივ კი აცხადებდე, რომ დიპლომატიურ ჩიხში ვართ" - ზელენსკი რუბიოს განცხადებაზე

რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის, მარკო რუბიოს განცხადებას კრიტიკით პასუხობს უკრაინის პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეუძლებელია, ერთი მხრივ, რუსებთან სამომავლო ეკონომიკურ პროექტებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდეს, მეორე მხრივ კი აცხადებდე, რომ დიპლომატიური პროცესები ჩიხშია.

"შეუძლებელია, ერთი მხრივ, რუსებთან სამომავლო ეკონომიკურ პროექტებზე მოლაპარაკებებს მართავდე, მეორე მხრივ კი აცხადებდე, რომ დიპლომატიურ ჩიხში ვართ. ჩვენ დიპლომატიურ ჩიხში არ ვიმყოფებით. გაუჩერეთ ეკონომიკა და გააჩუმეთ რუსეთი - ნუ აავსებთ მათ ჯიბეებს. უბრალოდ, დაუწესეთ სანქციები", – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ჩიხშია და დაპირისპირება მოლაპარაკებებით უნდა დასრულდეს.

"ეს ძალიან სახიფათო ომია, რადგან ვითარება ახლა ჩიხშია შესული. ასეთი მოცემულობა კი უკიდურესად სარისკოა. მხოლოდ ორი გამოსავალი არსებობს. პირველი, ორმხრივი დათმობებით და მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მიღწევაა. მეორე კი, ესკალაცია, როცა ორივე მხარემ შეიძლება კიდევ უფრო გაამწვავოს მდგომარეობა", - განაცხადა რუბიომ.

დღის ამბები