10 ოქტომბერი 2026,   12:03
ვრცლად
პანამაში 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - ქვეყანაში 40-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა

პანამაში, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ძლიერმა ბიძგებმა შენობები დააზიანა და ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა, თუმცა ქვეყანა, წინასწარი ინფორმაციით, მასშტაბურ ნგრევასა და მსხვერპლს გადაურჩა.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, მიწისძვრის კერა 12,6 კილომეტრის სიღრმეზე, დედაქალაქ პანამა-სიტიდან დაახლოებით 200 კილომეტრში მდებარეობდა. უწყების შეფასებით, შესაძლოა მსხვერპლიც იყო.

მიწისძვრიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ქვეყანაში 40-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. მიუხედავად ამისა, პანამის არხმა და სპილენძის მაღარომ Cobre Panama მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძეს, ხოლო ტოკუმენის საერთაშორისო აეროპორტმა ფრენებზე დაწესებული დროებითი შეზღუდვა გააუქმა.

მიუხედავად მიწისძვრის სიმძლავრისა, ამ დროისთვის დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 

დღის ამბები