10 ოქტომბერი 2026,   19:44
ვრცლად
გურჯაანის ღვინის ფესტივალზე წელს 500-ზე მეტი მეწარმეა წარმოდგენილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მასშტაბურობას კიდევ უფრო უსვამს ხაზს - დავით სონღულაშვილი

ღონისძიება, რომელიც ტრადიციად იქცა. გურჯაანი ღვინის ფესტივალს მასპინძლობს. ახტალის პარკში მოწყობილია 10-ზე მეტი სივრცე, სადაც წარმოდგენილი იქნება 500-მდე მონაწილე და მეწარმე. გამოფენილია 200 სხვადასხვა სახეობის ღვინო, რომლის დაგემოვნების შესაძლებლობა ნებისმიერ სტუმარს ექნება.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღვინის ფესტივალია, რომელიც მნიშვნელოვან ტრადიციად ჩამოყალიბდა:

"ძალიან მნიშვნელოვანი ღვინის ფესტივალია, ჩამოყალიბდა ძალიან მნიშვნელოვან ტრადიციად, სადაც შესაძლებელი არის ქართველი მეწარმეები, ქართველი მეღვინეები შეხვდნენ აქ და გააცნონ თავისი პროდუქცია არა მხოლოდ ფართო საზოგადოებას, არამედ ამასთან დაკავშირებით ააწყონ და გააფორმონ სხვადასხვა ხელშეკრულება, რაც მათი ბიზნესის განვითარებას ხელს უწყობს. ზუსტად ასე ჩამოყალიბდა გურჯაანის ღვინის ფესტივალიც. წელს 500-ზე მეტი მეწარმე არის წარმოდგენილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მასშტაბურობას კიდევ უფრო უსვამს ხაზს," -აცხადებს დავით სონღულაშვილი.

ადგილზე იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.

დღის ამბები