ორმაგი სტანდარტის მორიგი მხილება - რატომ დუმს ბრიუსელი პარიზში პოლიციის ძალადობაზე და რატომ უწოდებს თბილისში შტურმსა და "მოლოტოვის კოქტეილებს" მშვიდობიან აქციას?
უმრავლესობა ევროკავშირის წარმომადგენლებს შერჩევით მიდგომაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, გარე ძალების მთავარი მიზანი ნებისმიერ ფასად მათთვის სასურველი პოლიტიკური შედეგის მიღწევაა.
"რა თქმა უნდა, ორმაგი სტანდარტი მხოლოდ აქ არ ჩანს, ჩვენ უამრავი მიმართულებით ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს, როდესაც სოციალურ პრობლემატიკაზე გამოსული მოსახლეობისა და ახალგაზრდების ბრუტალური წესით დაშლა ხდება პარიზში, ბელგიაში, ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, აქ ისინი გაჩუმებული არიან. მათი მიზანი საქართველოში არა რეალურად დემოკრატიის გამარჯვება, არამედ პოლიტიკური მიზნის მიღწევაა ნებისმიერ ფასად", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.