13 ოქტომბერი 2026,   02:42
ვრცლად
ეთერ ლიპარტელიანი: ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ საქართველოსთვის მოგვეპოვებინა მედალი

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა.

ჩვენმა გუნდმა ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ოთხი მედალი - ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვა, რითაც მედლების არაოფიციალურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო ოფიციალურ გუნდურ ჩემპიონატში ბრინჯაოს მედალი აიღო.

პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი, ეთერ ლიპარტელიანი აცხადებს, რომ მომავალ წელს ერთიანი ძალებით დაიბრუნებენ ტიტულს, როგორც გუნდურში, ასევე პირადულებშიც.

"ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ საქართველოსთვის მოგვეპოვებინა მედალი. ტიტული ვერ შევინარჩუნეთ, მაგრამ მომავალ წელს ერთად დავიბრუნებთ ტიტულს, როგორც გუნდურში, ასევე პირადულებში." - აცხადებს ეთერ ლიპარტელიანი.

დღის ამბები