12 ოქტომბერი 2026,   23:02
ვრცლად
უსაფრთხოების რისკების გამო, საქართველოს კიბერ ფეხბურთის ნაკრები საუდის არაბეთში მსოფლიო ჩემპიონატზე აღარ გაფრინდება

ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურეში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, განსაკუთრებით კი ბოლო ინციდენტებიდან გამომდინარე, რა დროსაც საუდის არაბეთის აეროპორტებზე დრონებითა და რაკეტებით თავდასხმას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა, საქართველოს კიბერ ფეხბურთის ფედერაცია უარს აცხადებს გაფრინდეს საუდის არაბეთში და მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღოს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან და საუდის არაბეთში საელჩოსთან კომუნიკაციის შემდეგ კიბერ ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ უარი თქვას მსოფლიო პირველობაზე მონაწილეობაში, რადგან ნაკრების წევრებისა და გუნდში შემავალი პერსონალის სიცოცხლე გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე შეჯიბრება.

დღის ამბები