13 ოქტომბერი 2026,   03:40
ვრცლად
რატომ არ იმჩნევს ევროპული ბიუროკრატია იმ სასტიკ დარბევებს პოლიციის მხრიდან, რომელიც საფრანგეთში ხდება - "ქართული ოცნების" ლიდერების შეფასებით ბრიუსელმა ორმაგი დამოკიდებულებები უკვე სტანდარტად აქცია

რეპრესიები და ძალადობა - საფრანგეთში საპროტესტო აქციების მონაწილეები მათ წინააღმდეგ გამოყენებულ ძალას სწორედ ასე აფასებენ. ოფიციალური მონაცემებით, დაშავებულ მოსწავლეთა რიცხვმა 215-ს გადააჭარბა, დაზიანება მიიღო 85-ზე მეტმა პედაგოგმა, სამედიცინო დახმარება დასჭირდა დაახლოებით 800 სამართალდამცველს.პოლიციის მიერ ნასროლი ყუმბარის აფეთქების შედეგად15 წლის მოზარდს მტევანი მოწყდა, რეზინის ტყვიის შედეგად თვალი დაკარგა 16 წლის მოსწავლემ, ცრემლსადენი გაზის კაფსულის სახეში მოხვედრის შედეგად კი 14 წლის მოზარდმა ყბის მოტეხილობა მიიღო.

საფრანგეთის 40-ზე მეტ ქალაქში აქციები რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქუჩებში ეროვნული პოლიცია, ჟანდარმერია და სპეცდანიშნულების რაზმები იყვნენ მობილიზებული. მომიტინგეების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ცრემლსადენი აირი, რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და ხელკეტები გამოიყენეს. საფრანგეთის ქალაქებში შეტაკებების ფონზე მმართველი გუნდი ევროპელი ბიუროკრატების დუმილზე საუბრობს.

ევრობიუროკრატების დუმილის ახსნა საქართველოში ოპოზიციამ სცადა. ხელისუფლები ოპონენტები ევროპელი ლიდერების მიდგომაში ორმაგი სტანდარტის ნიშნებს ვერ ხედავენ.

"ქართული ოცნების" ლიდერების შეფასებით ბრიუსელმა ორმაგი დამოკიდებულებები უკვე სტანდარტად აქცია და ამიტომ არც ბრუტალური ძალის გამოყენების ფონზე ევრობიუროკრატების უმოქმედობა უკვირთ.

საფრანგეთის ორმოცზე მეტ ქალაქში მოსწავლეები, სტუდენტები, მასწავლებლები და აქტივისტები განათლების სფეროში არსებულ პრობლემების მოგვარების მოთხოვნით გამოვიდნენ. სტუდენტური გაერთიანებების და პროფკავშირების მონაცემებით დემონსტრანტთა რაოდენობამ თითქმის ნახევარ მილიონს მიაღწია. განათლების სფეროში არსებული პრობლემების გამო საპროტესტო აქციები გაიმართა ბელგიაშიც. ქალაქ ლიეჟში და არლონში მოსწავლეებმა სკოლების შესასვლელების ბლოკირებაც სცადეს, რასაც პოლიციასთან შეტაკებები მოჰყვა.

დღის ამბები