13 ოქტომბერი 2026,   02:42
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს, რომელიც დელეგაციასთან ერთად საქართველოს დღეს ეწვია.

მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.

თბილისში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს ასევე გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

დღის ამბები