15 ოქტომბერი 2026,   22:10
ვრცლად
ტრამპი განმარტავს, რატომ არ უწოდებს პუტინს დიქტატორს: "მე გარიგებების დადების ოსტატი ვარ და ხალხს შეურაცხყოფას არ ვაყენებ"

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განმარტა, თუ რატომ არ უწოდებს რუსეთის პრეზიდენტს დიქტატორს. ტრამპის თქმით, მას ადამიანებთან შეთანხმებების დადება უწევს და ამიტომ, მსგავს ტერმინებს არ იყენებს.

"მე ამ ადამიანებთან შეთანხმებები უნდა დავდო, ამიტომ, მათ შეურაცხმყოფელ სახელებს არ ვეძახი. მე შეთანხმებების მიღწევის ოსტატი ვარ", - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, გარიგებების დადება ყოველთვის ძალიან კარგად გამოსდიოდა, რაც გამდიდრებაში დაეხმარა.

"მე ყოველთვის ძალიან კარგად გამომდიოდა გარიგებების დადება. სწორედ გარიგებების წყალობით გავხდი ძალიან მდიდარი. ამიტომ, ადამიანებს არ დავცინი", - დასძინა პრეზიდენტმა.

ტრამპმა შეფასება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების მიზეზებზეც გააკეთა. მისი განცხადებით, ომის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ აშშ-ის წინა პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთს მასხრად იგდებდა და ვერ ხვდებოდა რას აკეთებდა. 

დღის ამბები