18 ოქტომბერი 2026,   14:19
ვრცლად
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ულტრამემარცხენე ძალებმა საზოგადოებას აჯანყებისკენ მოუწოდეს და მათ ქაოსზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 550 000 ადამიანი მონაწილეობდა. ვითარება კი დემონსტრანტთა ცალკეულმა ჯგუფებმა გაამწვავეს, რომლებიც, მისი თქმით, რადიკალურ და ულტრამემარცხენე ძალებს მიეკუთვნებიან.

ლორან ნიუნიესის ინფორმაციით, მაღაზიების ძარცვის მცდელობის შემთხვევები რამდენიმე ქალაქში, მათ შორის პარიზში, რუანში, ნანტში, ტულუზასა და მარსელში დაფიქსირდა.

საჯარო შენობებზე თავდასხმის აშკარა მცდელობა შეინიშნებოდა ქვეყნის არაერთ ქალაშიც. შეტაკებების დროს დაშავებული პოლიციელებიდან ორი საავადმყოფოში, უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, უკვე არსებობს მოძალადე დემონსტრანტების იდენტიფიცირებისთვის საკმარისი ვიდეომასალაც. მან ამავე განცხადებაში გააკრიტიკა ულტრამემარცხენე ძალების წარმომადგენლები, რომლებმაც მისი თქმით, ღიად მოუწოდეს საზოგადოებას აჯანყებისკენ და თქვა, რომ მათ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ქაოსზე, რომელიც საფრანგეთის ქუჩებში იყო.

დღის ამბები