"მთის ძაღლი" - ქართული ჯიშის ძაღლების საერთაშორისო აღიარება. თელავმა ჯიშიანი ძაღლების საერთაშორისო გამოფენასა და კონგრესს უმასპინძლა.
ღონისძიებაზე, რომელსაც ურუგვაელი, პორტუგალიელი და სერბი ექსპერტები ესწრებოდნენ, ყურადღების ცენტრში ქართული მთის ძაღლი და უძველესი სანადირო ჯიში - მეკვერნე მოექცა.
გარემოს დაცვის სამინისტროსა და კინოლოგიური ფედერაციის პროექტი ქართული ჯიშების იდენტობის დაცვასა და მათ საერთაშორისო ბაზარზე გაყვანას ისახავს მიზნად.