20 ოქტომბერი 2026,   01:28
ვრცლად
ყოველივე ამის უკან უცხოური ხელია, რომელსაც არ სურს, ალბანეთში მშვიდობა იყოს - ალბანეთის პრემიერი ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის შესახებ

დემონსტრაციები არ წყდება ალბანეთშიც. ტირანაში მთავრობის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები ამჯერადაც მასობრივ არეულობაში გადაიზარდა.

მოქალაქეები მთავრობას კორუფციულ ბრალდებებს უყენებენ და პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ. შენიღბულმა პირებმა სამთავრობო შენობები და ბანკები დაწვეს, პოლიციას კი ქვები ესროლეს.

შეტაკებების შედეგად ათობით მოქალაქე, მათ შორის სამართალდამცველები დაშავდნენ, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 400-მდე პირის მიმართ.

როგორც ალბანეთის პრემიერ-მინისტრი, ედი რამა აღნიშნავს, ქმედებებს, რომლებსაც ნიღბიანი პირები ახორციელებენ, არანაირი კავშირი არ აქვს პრობლემებთან ან კანონიერ მისწრაფებებთან.

"ეს მთელი ესკალაცია სულაც არ არის "სტუდენტური" ფენომენი. ქალაქის მძევლად აყვანას, რასაც ნიღბიანი პირები ახორციელებენ, არანაირ კავშირში არ არის პრობლემებთან ან კანონიერ მისწრაფებებთან. ყოველივე ამის უკან ზუსტად ერთი და იგივე ხელია - ხელი, რომელმაც ალბანეთის ოპოზიციას ყელში წაუჭირა, ხელი, რომელიც მზადაა გაანადგუროს და გადაწვას, რათა ყოველგვარ პროგრესს ხელი შეუშალოს, ეს უცხოური ხელია რომელსაც არ სურს, რომ ალბანეთში მშვიდობა იყოს", - აცხადებს ედი რამა

დღის ამბები