20 ოქტომბერი 2026,   01:29
ვრცლად
"ვარდისფერი ოქტომბრის" კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

"ქართული ოცნების" რუსთავის ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, "ვარდისფერი ოქტომბრის" კამპანიის ფარგლებში, ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ისაუბრეს დაავადების ადრეულ გამოვლენაზე, სკრინინგის მნიშვნელობასა და პრევენციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდაზე.

"ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაცია ოქტომბერს ქალთა ჯანდაცვის თვეს აღნიშნავს. ამ თვის კამპანიების ჩამონათვალში არის ვარდისფერი ოქტომბრის, ანუ ძუძუს კიბოს პრევენციისა და სკრინინგის კამპანია. ყველა საჭირო საკითხი და თემა, რომელიც ქალთა ჯანმრთელობას უკავშირდება, ამ თემებთან დაკავშირებული შეხვედრები, დისკუსიები ჩვენთვის, პარტიის ქალთა ორგანიზაციის ფარგლებში, უზომოდ მნიშვნელოვანია", – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი. 

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ლაშხი ამბობს, რომ დღევანდელი დღით საზოგადოებას ახსენებენ, რომ პირველ რიგში მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოზირება.

"სახელმწიფოს ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები აქვს გატარებული, როგორც უფასო ხელმისაწვდომობა დიაგნოზირების ნაწილში, უშუალოდ მკერდის კიბოს მკურნალობა და კიდევ ერთხელ, დღევანდელი დღით ვახსენებთ საზოგადოებას, რომ პირველ რიგში მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოზირება, პრევენციული ზომების მიღება", - აცხადებს მარიამ ლაშხი.

რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე აღნიშნავს, რომ კამპანიაში რუსთავიც აქტიურად არის ჩართული.

"რუსთავიც აქტიურად ვართ ჩართული და აქტიურად ვცდილობთ, რომ ცნობიერება ავამაღლოთ ადამიანებში, განსაკუთრებით ქალბატონებისთვის არის მნიშვნელოვანი ვარდისფერი ოქტომბერი, როდესაც პრევენციული ჯანდაცვის მიმართულებაზე გვაქვს შესაძლებლობა ვიმსჯელოთ და აღვნიშნოთ, რამდენად მნიშვნელოვანია პროგრამები სკრინინგის მიმართულებით", - ამბობს ნინო ლაცაბიძე.

 

დღის ამბები