23 ოქტომბერი 2026,   09:26
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა იმ მოწმეების დაკითხვის თაობაზე, რომელთა ვინაობაც შუამდგომლობის ავტორებმა თავადაც ვერ დაასახელეს

საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა განახლდა. მოსამართლეთა პლენუმი სათათბიროდ იყო გასული. არ დაკმაყოფილდა მოპასუხე მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობა მოწმეთა ვინაობის დადგენის, მათი გამოძახების და დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ.

მტკიცებულებების გამოთხოვა და მოწმეების დაბარება პარტია "ახალის" ლიდერმა მოითხოვა, თუმცა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მათი ვინაობა არ იცის და საკითხი გასარკვევია.

პასუხად, არჩილ გორდულაძემ გვარამიას კომისიის დასკვნის გაცნობისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ მისი შუამდგომლობა გაუგებარია.

პოზიციები დააფიქსირეს გახარიას პარტიამ და "ლელომ". "ლელოს" წარმომადგენელმა მოითხოვა განმარტება, არის თუ არა "ლელო" მოპასუხე მხარე 2008 წლის ომთან და სხვადასხვა გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ანალოგიური პოზიცია ჰქონდა გახარიას გუნდს.

ცნობისთვის, მმართველი გუნდი "ნაციონალური მოძრაობის", კოალიცია "ცვლილებისთვის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და გახარია "საქართველოსთვის" აკრძალვას ითხოვს. მიზეზად მათი მხრიდან წლების განმავლობაში კონსტიტუციური წყობილებისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა, შუღლის გაღვივება, უცხოური ძალების დირექტივებით მოქმედება და ადამიანის უფლებების დარღვევა სახელდება.

 

დღის ამბები