23 ოქტომბერი 2026,   06:34
ვრცლად
"გრანელობა-წალენჯიხობა" - წალენჯიხაში ქალაქის დღესასწაულს აღნიშნავენ

"გრანელობა-წალენჯიხობის" აღსანიშნავად ქალაქს დღეს განსაკუთრებით ბევრი სტუმარი ჰყავს. წალენჯიხის ცენტრში სხვადასხვა ეთნო კუთხეებია მოწყობილი. იმართება მეგრული სამზარეულოს მასტერკლასები, სპორტული აქტივობები და კონცერტები.

"გრანელობა" პოეტის მშობლიურ მხარეში ყოველწლიურად იმართება და ტერენტი გრანელის ხსოვნასა და შემოქმედებას ეძღვნება. დღეს ყვავილებით შეამკეს ტერენტი გრანელის ბიუსტიც.

წალენჯიხაში გამართული ღონისძიებებისთვის სტუმრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩავიდნენ. სახალხო დღესასწაულს მთავრობის წევრები და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ესწრებოდნენ.

ქალაქის ცენტრში მოწყობილ სცენაზე წალენჯიხის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვეს. ღონისძიებები, რომლებიც მთელი კვირა მიმდინარეობდა, დღეს გალა-კონცერტით დაიხურება.

დღის ამბები