საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვის მეორე დღე, სარჩელის ავტორებმა მედიასთან შეაჯამეს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, ოპოზიცია, რომელსაც ამ დრომდე შესაგებელიც არ წარმოუდგენია, სამართლებრივად ვერ პოზიციონირებს, ამიტომ, ცდილობს პროცესში მხარდაჭერა ისევ ქვეყნის გარედან მოიპოვოს.
არჩილ გორდულაძემ ამ კონტექსტში მოპასუხე პარტიების ქმედებები და მათი საერთო პოზიცია გაიხსენა, რომელსაც ისინი ბოლო წლებში არჩევნებში თუ პოსტ საარჩევნო პერიოდში ავლენდნენ:
"ითხოვენ ისეთი ექსპერტების ჩართულობას, რომელსაც აქვს დასკვნა - (თუ ამას დასკვნა ეწოდება) იმ ნორმებთან დაკავშირებით, რომელსაც ვერცერთს ვერ ნახავთ ჩვენს საკონსტიტუციო სარჩელში. თვითონ სათქმელი არაფერი აქვთ, ისინი ვერ გაურბიან ფაქტებს, ამიტომ ისევ და ისევ უცხოური სახელისა და გვარის მქონე ადამიანებს მიმართეს. აი, როგორც, მაგალითად, 2024 წელს ჯერ ერთად ოთხმა პარტიამ ითხოვა მიიღებდნენ ერთობლივად მონაწილეობას არჩევნებში და ეს ყველაფერი დადეს EPP-ის პატრონაჟის ქვეშ და შემდეგ, ნოემბერში, წერილი მიწერეს უკვე ხუთმა თუ ოთხმა, რომ "ჩვენ ვერაფერი ვერ გავაკეთეთ, არჩევნებში ვერ გავიმარჯვეთ და საქართველო დაასანქცირეთ, ხოლო ხელისუფლებასთან ურთიერთობა არ ჰქონდეთო" - ზუსტად იგივე მოცემულობაა. თვითონ, როდესაც არ შეუძლიათ სამართლებრივ საკითხებში შემოვიდნენ და იმსჯელონ, ამ დროს დახმარებას ისევ და ისევ უცხოელს სთხოვენ,"- აცხადებს არჩილ გორდულაძე.