იაპონიის მთავრობა უცხოელი აგენტების რეგისტრაციის სისტემის ამოქმედებას განიხილავს. ინიციატივაზე მსჯელობა იაპონიის სამთავრობო ექსპერტთა ჯგუფმა უკვე დაიწყო. მიზანი იმ ფიზიკური თუ იურიდიული პირების საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდაა, რომლებიც უცხოური სახელმწიფოების დავალებით ან კონტრაქტით ლობისტურ საქმიანობას ეწევიან.
ტოკიოში განმარტავენ, რომ ქვეყანას არ გააჩნია ბერკეტები ე.წ. გავლენის ოპერაციების წინააღმდეგ, რომლებსაც უცხოური აქტორები საზოგადოებრივი აზრისა და პოლიტიკური პროცესების ფარულად მანიპულირებისთვის იყენებენ.
ახალი საკანონმდებლო ჩარჩო შეეხება: პოლიტიკურ კონსულტანტებს, კვლევით ინსტიტუტებს და სარეკლამო სააგენტოებს. დიდი ბრიტანეთის ანალოგიური მოდელის მსგავსად, რეგულაციებში შესაძლოა სოციალური მედიის აქტივობებსაც შეეხოს.