ისრაელი ახალი პოლიტიკური კრიზისის ზღვარზეა - 26-ე მოწვევის ქნესეთის არჩევნებში ვერცერთმა ძალამ უმრავლესობა ვერ მოიპოვა. ამომრჩევლის აქტიურობამ ბოლო 2 ათწლეულის რეკორდი მოხსნა და 77%-ს გადააჭარბა.
ეგზიტპოლების მიხედვით: ნეთანიაჰუს ბლოკმა 50 მანდატი აიღო, ოპოზიციამ გადი აიზენკოტის მეთაურობით - 53. როგორ დაკომპლექტდება მთავრობა ამ ეტაპზე გაურკვეველია.
ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, წარმოუდგენელია ისრაელის საფრთხის ქვეშ დაყენება და ისეთი მთავრობის შექმნა, რომელიც ანტისიონისტურ არაბულ პარტიებზე იქნება დამოკიდებული.