4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. ადვოკატებმა საპროცესოს გაფორმების შესახებ სასამართლოს ორი კვირის წინ მიმართეს, რომელიც დღეს გაფორმდა.
მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება მოსამართლე მზია ლომთათიძემ დაამტკიცა.
მისი გადაწყვეტილებით, ოთხივე მათგანი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნა ცნობილი. დღევანდელ სხდომაზე ყველა მათგანმა ბრალდება აღიარა.
საპროცესო შეთანხმების თანახმად, მათ 3 წლითა და 1 თვის ვადით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც რეალური სასჯელის სახით 1 წელსა და 1 თვეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდიან, ხოლო 2 წელი ჩაეთვლებათ პირობითად.
მსჯავრდებულები ირაკლი ბერიძე და მურთაზ ზოდელავა პენიტენციურ დაწესებულებას 4 ნოემბერს დატოვებენ, ხოლო ირაკლი ჩხვირკია 6 ნოემბერს, გური ჟვანია კი 16 ნოემბერს დატოვებს ციხეს.