29 ოქტომბერი 2026,   03:18
ვრცლად
კახა კალაძე "რიყე დომისთვის" მშენებლობის ნებართვაზე: ეს არის ტყუილი, რასაც ერთდღიანი პიარკამპანიისთვის იყენებენ, იგონებენ რაღაცებს და მერე თვითონვე იფუშებიან

ტყუილია, ქალაქის მერიაში არანაირი მსგავსი პროექტი რიყის დოქების მფლობელი კომპანიისგან არ შემოსულა, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან იურისტ ირაკლი აბესაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს "რიყის დოქების" მფლობელმა კომპანიამ სარეკრეაციო ზონის შეცვლის მოთხოვნით მიმართა თბილისის მერიას.

მისივე განმარტებით, მშენებლობის ნებართვა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ეს ქალაქის ურბანული განვითარებისთვის მისაღები იქნება.

"თქვენ მხარდამჭერებს ატყუებთ. დამალული არაფერი არ იქნება. გავცემთ მშენებლობის ნებართვას, როდესაც შემოვა კონკრეტული პროექტი, რომელიც ქალაქის ურბანული განვითარების შესაბამისი იქნება. მანამდე ნუ ავრცელებთ ტყუილ ინფორმაციას. ეგ თქვენ გაზარალებთ. ეს არის ტყუილი, რასაც ერთდღიანი პიარკამპანიისთვის იყენებენ, იგონებენ რაღაცებს, სოციალურ ქსელებში ერთმანეთს აგიჟებენ და მერე თვითონვე იფუშებიან", - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები