ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციების სააგენტო საქართველოში ბიზნესპროცესების აუთსორსინგის სექტორში მოქმედ 12 საერთაშორისო კომპანიას მასპინძლობს.
კომპანიების წარმომადგენლები ქვეყნის საინვესტიციო გარემოს ეცნობიან და საქართველოში საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობებს განიხილავენ.
მიმდინარე ტურის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.