ბულგარეთის სანაპიროსთან, შავ ზღვაში, უპილოტო აპარატებმა ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ბერძნულ გემზე იერიში მიიტანეს. ცნობილია, რომ კონტეინერმზიდი, ისრაელის პორტ ჰაიფადან რუმინეთის ქალაქ კონსტანცისკენ მიემართებოდა.
ბულგარეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს და ბორტზე მყოფი ეკიპაჟის თვრამეტივე წევრის ევაკუაცია განახორციელეს. ამ დროისთვის უცნობია, თუ ვინ დგას თავდასხმის უკან.
ბოლო კვირების განმავლობაში ბულგარეთის ნაპირებთან სულ მცირე ექვს სავაჭრო გემზე განხორციელდა თავდასხმა. უკრაინა მომხდარზე პასუხისმგებლობას მოსკოვს აკისრებს, რუსული მხარე ბრალდებებს უარყოფს.