ტყიბულში პირველად, დასაქმების ფორუმი გაიმართა. საქნახშირის ინიციატივით, გამართულ ფორუმზე ვაკანსიები 14 სპეციალობით იყო წარმოდგენილი, მათ შორის, სამთო-მოპოვებით სფეროში, რომელიც მიწისქვეშა სამუშაოების მიმართულებას მოიცავს.
კომპანიაში დასაქმების მსურველებს რეგისტრაციის გავლა წინასწარ შეეძლოთ. განაცხადების შევსება ადგილზეც შესაძლებელია.
ფორუმი ტყიბულში პირველად იმართება. მიზანი, ადგილობრივების დასაქმების ხელშეწყობა, სამთო-მოპოვებით სფეროში კადრების მოზიდვა და დეფიციტურ სპეციალობებში პროფესიული მომზადების განვითარებაა.
"ახალი კადრების და სპეციალისტების დასაქმებისთვის დღეს ტყიბულში პირველად ვატარებთ ფორუმს. ვეძებთ ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ პროფესიონალები გახდნენ.
გასულ თვეში მსგავსი ღონისძიება ჭიათურაშიც ჩავატარეთ. ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა. შედეგებით ძალიან კმაყოფილები ვართ. უახლოეს პერიოდში შემოსულ განაცხადებსაც დავამუშავებთ.
მთავარი აქცენტი ახალგაზრდებზე კეთდება. მათ განათლების მიღებისა და წინსვლის სურვილი აქვთ. უნდათ, რომ წარმატებას მიაღწიონ ცხოვრებასა და კარიერაში. სურთ, თავიანთი ცხოვრება სამთო მოპოვების ინდუსტრიას დაუკავშირონ.
ჩვენი მხრიდან მათ სრულ მხარდაჭერას ვუზრუნველყოფთ. საყოფაცხოვრებო და ფინანსურ საკითხებს კომპანია თავის თავზე იღებს. სწავლებასთან დაკავშირებულ დეტალებსაც კომპანია უზრუნველყოფს და ამაში ყველანაირად დაეხმარება.
ჩვენ მაღალტექნოლოგიურ ობიექტებს ვაშენებთ. გვჭირდება სპეციალისტები, რომლებმაც იციან ამ ტექნოლოგიებთან მუშაობა. მათ უნდა შეძლონ ამ ყველაფრის მომსახურება, შეკეთება და ექსპლუატაცია", - აცხადებს "საქნახშირის" გენერალურმა დირექტორმა მიხაილ სოცკიმ.