31 ოქტომბერი 2026,   17:30
ვრცლად
ერთიანი ბრძანების საფუძველზე მიიღეს ეს გადაწყვეტილება და ერთ ნავში, გარედან ნაკარნახევმა პოლიტიკამ მიიყვანა - ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე

ოპოზიციის მორიგი დაპირისპირების მიზეზი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესები გახდა. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე კოლეგებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ოპოზიციას "ქართულმა ოცნებამ" მოუგო. ბოკუჩავა პარტიის ახლანდელ ხელმძღვანელებს ღიად უპირისპირდება და ამბობს, რომ მათ პირობებში პარტია იზოლირებულია.

"თანამდებობა დატოვებული ადამიანის პირადი წყენა" - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობა" თინა ბოკუჩავას განცხადებებს.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიცია ერთ ნავში გარედან ნაკარნახევმა პოლიტიკამ მიიყვანა.

"ბიძინა ივანიშვილს არ ჩაუსვია ისინი ერთ ნავში, ისინი ერთ ნავში მათმა უგუნურმა პოლიტიკამ და გარედან ნაკარნახევმა ამ პოლიტიკამ მიიყვანა, თორემ მათ ქართველმა ამომრჩეველმა თითოეულს ცალ-ცალკე მისცა ხმა და თითოეულს ცალ-ცალკე შეეძლო საქართველოს პარლამენტში ყოფილიყო, მაგრამ მათ ერთიანი ბრძანება მიიღეს, რომ დატოვეთ საქართველოს პარლამენტი, დრო არ ითმენს, საჭიროა გადატრიალება და საჭიროა ხელისუფლების ხელში ჩაგდება, აი ამ უბედურ ნავში ჩასვეს საერთო ჯამში გარედან თუ შიგნიდან თავიანთი თავი", - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები