ბავშვთა ქირურგიის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია რამაზ კუტუბიძის ხსოვნას მიეძღვნა. ღონისძიებაში ქართველი და უცხოელი სპეციალისტები მონაწილეობდნენ.
კონფერენციის მთავარი თემები ბავშვთა ქირურგიის თანამედროვე მეთოდები, მინიმალურად ინვაზიური და რობოტული ქირურგია, ასევე ნეირობლასტომის მკურნალობის ინოვაციური მიდგომები იყო.
მონაწილეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი და პირველი ლედი ესწრებოდნენ.