ზღვისუბნის დასახლებაში, ახლად რეაბილიტირებულ სკვერში, კონცერტი გაიმართა. სკვერის ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს კერძო კომპანიაზე გასხვისდა, ხოლო 2017 წელს თბილისის მერიამ, ადგილმონაცვლეობით, მუნიციპალურ საკუთრებაში მოსახლეობას დაუბრუნა.
პროექტის მიხედვით, განხორციელდა ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები, მოეწყო სტრიტბოლის მოედანი, დაიგო საფეხმავლო ბილიკები, მოეწყო საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ასევე გარე განათება და დამონტაჟდა ვიდეომონიტორინგის კამერები.